პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძეს წარადგენს

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძეს წარადგენს

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე მმართველი გუნდი სწორედ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე ჩამოყალიბდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უმრავლესობა საერთო ჯამში ოთხ კანდიდატურას განიხილავდა.

ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია, დაასახელებს თუ არა დღეს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, როგორც ეს ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 იანვარს დააანონსა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტმა უნდა წარადგინოს, სექტემბრიდან ვაკანტურია. წარდგენის ვადა და ამ თვალსაზრისით "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონით დადგენილი ნორმა კანონმდებლებმა დაარღვიეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა უნდა მოხდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."