როგორი ურთიერთობა ექნება აშშ-საქართველოს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში - იან კელის კომენტარი

როგორი ურთიერთობა ექნება აშშ-საქართველოს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში - იან კელის კომენტარი

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დარწმუნებულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცე დარჩება.

"ჯერ სახელმწიფო მდივანი არ დანიშნულა. ჩვენ უნდა შევხედოთ, რა პოლიტიკა გვექნება, როცა უკვე ახალი სახელმწიფო მდივანი გვეყოლება, მაგრამ სრულიად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები დარჩება მტკიცე და ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება",- განაცხადა იან კელიმ.

რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, იან კელის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთახმების მიმართულებით რაიმე სიახლე არ არის, თუმცა ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართოს.

"მე ძლიერ ადვოკატირებას გავუწევ აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს", - დასძინა იან კელიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."