ნიკა მელია ვანო მერაბიშვილის პოზიციაზე - ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიღაც პარტიაში გადადის

ნიკა მელია ვანო მერაბიშვილის პოზიციაზე - ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიღაც პარტიაში გადადის

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი რომელიღაც პარტიაში გადადის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ვანო მერაბიშვილის პოზიციაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება აღარ სურს.

მელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მერაბიშვილი ამ ეტაპზე არანაირ პოლიტიკურ განცხადებას არ აკეთებს.

”ვანო მერაბიშვილს აქვს სურვილი, რომ ძალიან ვრცლად ისაუბროს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ არა ახლა. ის ელოდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც აპირებს პოლიტიკური განცხადების გაკეთებას”, - განაცხადა მელიამ.

მელია დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."