ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საკითხს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა

ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საკითხს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა

ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საკითხს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. ერთამენთს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრები ხელისუფლებას უმოქმედობასა და არაადეკვატურობაში ადანაშაულებენ. "ქართული ოცნება" კი უმცირესობას საქმის პოლიტიზებაში სდებს ბრალს.

"მოგწონთ შს სამინისტროს განცხადება?! არ გაგიჩნდათ კითხვები?! 24 საათი გავიდა და ხელისუფლების რეაგირება აბსოლუტურად არაადეკვატურია", - განაცხადა ბიუროს სხდომაზე ელენე ხოშტარიამ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მას კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან და შესაბამისი სამსახურები შესაძლებლობების ფარგლებში მუშაობენ. სესიაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს საქმის პოლიტიზების მაგივრად ცერცვაძის ბედით დაინტერესება ურჩია.

"ამ თემის პოლიტიზების გარეშე სჯობს ამ კონკრეტული ადამიანის ბედით დავინტერესდეთ. ვესაუბრე შს სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყველა შესაბამისი უწყება მიმართავს იმ ზომას, რომელიც არის ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში" , - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."