რატომ თქვა ვანო მერაბიშვილმა პარტიის გენერალურ მდივნობაზე უარი - ლევან ბეჟაშვილის კომენტარი

რატომ თქვა ვანო მერაბიშვილმა პარტიის გენერალურ მდივნობაზე უარი - ლევან ბეჟაშვილის კომენტარი

ადამიანურად მესმის ვანო მერაბიშვილის პოზიციის, ის იყო "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრი და მისი საქმიანობა ასოცირდება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ორი ვარიანტი, რის გამოც მერაბიშვილმა პარტიის გენერალურ მდივნობაზე უარი თქვა: პირველი ის, რომ ორივე ფლანგში მეგობრები ჰყავს ან ის, რომ მას შესაძლოა პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება აღარ სურს.

"ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილმა არჩია პოზიცია, როდესაც არც ერთ მხარესთან არ უნდა ასოცირება და უნდა ნეიტრალური პოზიციის დაკავება. ეს პროცესი რთული იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მხარდამჭერები ითხოვდნენ მისი, როგორც გენერალური მდივნის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას. მე ადამიანურად მესმის ვანო მერაბიშვილის პოზიციის. ის იყო "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრი და მისი საქმიანობა ასოცირდება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ამ ეტაპზე, როდესაც პარტიას გამოეყო გარკვეული ჯგუფი და ცალკე დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება სურთ, ალბათ არ უნდა, რომ ასოცირდებოდეს რომელიმე მხარესთან, რადგან ორივე მხარეს მას ჰყავს მეგობრები. მეორე მხრივ შეიძლება ეს განპირობებული იყოს იმითაც, რომ მას შეიძლება აღარ სურს სამომავლოდ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."