საქართველოს 30 მოქალაქეს ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვა

საქართველოს 30 მოქალაქეს ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვა

საქართველოს 30 მოქალაქეს ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვა. "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია ერთ-ერთი მათგანის ახლობელმა შოთა ქარცივაძემ მიაწოდა, რომლის თქმითაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის აღნიშნულის მიზეზი არ განუმარტავთ.

"მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ციხეში ყველა კატეგორიის ადამიანები არიან. სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. გუშინ ღამით, საქართველოს ელჩს ისრაელში დავუკავშირდი და ავუხსენი მდგომარეობა. მან მითხრა, რომ ასეთი სიტუაციები ხდება, თუმცა დაპატიმრების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ელჩს ვთხოვე დახმარება, კონტაქტები მივაწოდე. მოვიკითხავო მითხრა, თუმცა ამ დრომდე არ შემხმიანებია. ვთხოვთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოიკითხონ ქართველი ხალხის მდგომარეობა ისრაელში", - განცხადა შოთა ქარცივაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვათ, სადეპორტო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და საქართველოში მათი დაბრუნება 26 იანვარს იგეგმება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები