გია ცერცვაძეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს - რა კომენტარს აკეთებს ქართველი სამხედროს შესახებ უკრაინული მხარე

გია ცერცვაძეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს - რა კომენტარს აკეთებს ქართველი სამხედროს შესახებ უკრაინული მხარე

საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გიორგი ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქართველოს პროკურატურის მიერ გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რათა არ განხორციელდეს მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის გადაცემა.

"გუშინ საქართველოს პროკურატურის ინიციატივით საქართველოს მოქალაქის გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით დაკავებასთან დაკავშირებით განხორციელდა კომუნიკაცია უკრაინის პროკურატურასთან. საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები. საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის ასევე მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.

საქართველოს პროკურატურის მიერ გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან რათა არ განხორციელდეს მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის გადაცემა", - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში, ქართველი სამხედროს, გიორგი ცერცვაძის საქმეზე ისაუბრა.

მისი თქმით, როდესაც ცერცვაძე ჟულიენის აეროპორტში დაეშვა, სისტემამ აჩვენა, რომ ეს პიროვნება საერთაშორისო ძებნაშია. ენინის თქმით, სხვადასხვა მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ არ მუშაობს სისტემა და სიფრთხილეს გამოიჩენდა შეფასებისას, რატომ არ აჩვენა ეს საქართველოში.

"ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ექსტრადაციის მოთხოვნა გამოაგზავნა. საერთაშორისო კონვენციებით მათ ამისთვის 40 დღე აქვთ. ამ ეტაპზე არ ვფლობ ინფორმაციას, რომელი გამსვლელი პუნქტები გაიარა ცერცვაძემ, როდესაც უკრაინაში მოემგზავრებოდა. თუმცა, როდესაც ჟულიენის აეროპორტში დაეშვა, სისტემამ გვაცნობა, რომ ეს პიროვნება საერთაშორისო ძებნაშია. სხვადასხვა მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ არ მუშაობს სისტემა და სიფრთხილეს გამოვიჩენდი შეფასებისას, რატომ არ აჩვენა ეს საქართველოში. რაც შეეხება რუსეთის და საქართველოს სპეცსამსახურების კონტაქტებს, ამაზე რთულია კომენტარის გაკეთება. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. უკრაინისთვის პრინციპულია საერთაშორისო ვალდებულებების დაცვა. თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებს ან წამების ალბათობაზე ამ შემთხვევაში ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბოთ", - განაცხადა ენინმა.

ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილისთვის ცნობილია, რომ ცერცვაძე ომში მონაწილეობდა, შესაბამისად, მისი განმარტებით, როგორც კი აღნიშნული ფაქტი დადასტურდება, უკრაინის პროკურატურა მის გათავისუფლებას მოითხოვს.

"ჩვენ გვსურს მივმართოთ ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიას, რომ გაარკვიონ, მოხდა თუ არა საფუძვლიანი მოკვლევა ცერცვაძის საქმის, სანამ ის საერთაშორისო ძებნაზე გადასცეს. თუკი არსებობს რაიმე ინფორმაცია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ან სამხედრო დანაშაულისთვის დევნა, ასეთ შემთხვევაში, ინტერპოლის წესდება პირის ძებნაში გადაცემას კრძალავს. ბატონი ცერცვაძე რას უნდა ელოდოს ჩვენგან. როგორც იცით, სასამართლომ მიიღო 40-დღიანი წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით, რომ ის იღებდა მონაწილეობას ომში. როგორც კი ეს ფაქტი დადასტურდება, უკრაინის პროკურატურა მის გათავისუფლებას მოითხოვს", - განაცხადა ევგენი ენინმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."