გიორგი ცერცვაძის საქმე; პრეზიდენტის ვეტო და პარლამენტი - დღეს "360 გრადუსში"

გიორგი ცერცვაძის საქმე; პრეზიდენტის ვეტო და პარლამენტი - დღეს "360 გრადუსში"

დღეს, 24 იანვარს , ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა - ქართველი ჯარისკაცი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძის დაკავება და ზაქარია ქუცნაშვილის გარშემო ატეხილი სკანდალი. როგორ ხსნის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ასევე როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში პოლკოვნიკის დაკავებას.

მეორე ბლოკის თემა - პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო.  გადაცემის სტუმრები შოთა უტიაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი და ანა დოლიძე იქნებიან.

დღეს გადაცემა "360 გრადუსში" კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები საინტერესო სტუმრებით.

მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე "TV Palitranews – TV პალიტრანიუსი". გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."