ზაქარია ქუცნაშვილი - სხვა ქვეყანამ დაიჭირა, სხვა ქვეყანა ასამართლებს და პასუხს ვთხოვთ საქართველოს?!

ზაქარია ქუცნაშვილი - სხვა ქვეყანამ დაიჭირა, სხვა ქვეყანა ასამართლებს და პასუხს ვთხოვთ საქართველოს?!

სხვა ქვეყანამ დაიჭირა, სხვა ქვეყანა ასამართლებს და პასუხს ვთხოვთ საქართველოს?!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. დეპუტატის თქმით, როდესაც სხვა ქვეყანაში ხდება საქართველოს მოქალაქის დაკავება, საქართველოს მთავრობას წინასწარ ინფორმაცია არ აქვს.

მისივე თქმით, გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს სპეკულაციები, რომელსაც ყოფილი სახელისუფლებო გუნდი ახორციელებს. ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი მმართველი გუნდი უკრაინაში რეკრუტირებულ ადამიანებს ვეღარ იცავს და ყველაფერს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას აბრალებს.

"თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ როდესაც ესპანეთში, გერმანიაში ან სხვა ქვეყანაში დაიჭერენ საქართველოს მოქალაქეს, წინასწარ ატყობინებენ საქართველოს ხელისუფლებას?! მე მჯერა სახელმწიფო უწყებების განცხადებების, რადგან საქართველოს მხარეს ამ კაცის არც დევნის და არც დაპატიმრების ინტერესი არ ჰქონდა. რომ ჰქონოდა, ამას გააკეთებდა, რადგან საქართველოში იყო ცერცვაძე ჩამობრძანებული.

ვერ ხვდებით რა თამაში დაიწყო, რა თამასში ჩაგითრიეს ყველანი?! დაიწყო მარტივი თამაში - ისინი უკრაინაში ვეღარ იცავენ მათ მიერ რეკრუტირებულ ადამიანებს და თავის თავს ხო არ დააბრალებდნენ ან უკრაინის მხარეს, აბრალებენ საქართველოს! აბსურდში ხართ! აბსურდში!

სხვა ქვეყანამ დაიჭირა, სხვა ქვეყანა ასამართლებს და პასუხს ვთხოვთ საქართველოს?! საქართველოს უნდა მოვთხოვოთ, რომ მოიკითხოს და ჩაერიოს ამ საქმეში, მოითხოვოს, რომ უკრაინამ ექსტრადირების უფლება არ გამოიყენოს რუსეთის სასარგებლოდ", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."