"გააუქმეთ "აეროსმიტის" კონცერტი და ის ფული ხანძრისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოახმარეთ" - უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების მიმართვა მთავრობას

"გააუქმეთ "აეროსმიტის" კონცერტი და ის ფული ხანძრისგან დაზარალებულ მოსახლეობას მოახმარეთ" - უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების მიმართვა მთავრობას

ბავშვთა სამყაროში გაჩენილ ხანძარს სოციალურ ქსელში მწვავე პოსტით ეხმაურებიან საზღვარგარეთ მოღვაწე მომღერლები, თამარ ივერი და მიშა ქირია. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმონ 20 მაისს დაგეგმილი ამერიკული როკ-ჯგუფის "აეროსმიტის" კონცერტი და თანხა ხანძრისგან დაზარალებულებს მოახმარონ.

თამარ ივერი, მომღერალი: ვუყურებ ამ გაუბედურებულ, გატანჯულ "ბავშვთა სამყაროს" ტანსაცმლით მოვაჭრე დაზარალებულებს. მათ ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ მაგრამ... ყველაფერი დაეფერფლათ და რა შეიტანონ იქ?? რა თქმა უნდა ითხოვენ ფინანსურ კომპენსაციას და ეს მართებულიცაა. ღმერთო, ამხელა ზარალი, ფინანსური ზარალი ასევე დამწვარი შენობის მხრიდან.

ვუყურებ და ვფიქრობ... ერთი "აეროსმიტი"-ს გასტროლის გაუქმებით... ხომ დაკმაყოფილდებოდა ყველა ფინანსური პრობლემა. არ ვიცი, ასეთ დაზარალებულ/ დაქცეულ ფონზე ვის "ეაეროსმიტება" და ე-Crazy-ება. ერის განწყობაც ხომ არის საჭირო? პირადად მე ამ კონცერტზე ბილეთს არ ვიყიდდი... არა იმიტომ, რომ ანსამბლს ვუცხადებ პროტესტს... არამედ ქვეყანაში შექმნილი ასეთი დუხჭირი ეკონომიური და მორალური სიტუაციის ფონზე ასეთ ყალბ, მოჩვენებით ლუქსუსს და არარეალურად დიდ, აბსურდულ მოსაწვევ თანხას!!!

მიშა ქირია, მომღერალი: გააუქმეთ აეროსმიტის კონცერტი და ის ფული მოახმარეთ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულ ჩვენს მოსახლეობას, აღარ გვინდა 5 მილიონის გადაყრა ტაშ-ფანდურში, როცა ასეთი ტრაგედია დაატყდა ხალხს თავს! დიახ ტრაგედია, იმიტომ რომ დარჩნენ ლუკმა პურის გარეშე, ბანკების პირისპირ! ხანძარს შეეშვით, თავისით ჩაქრება.

ქირიას პოსტს ანიტა რაჭველიშვილი გამოეხმაურა და მეგობრების ინიციატივა მოიწონა:

ანიტა რაჭველიშვილი: უსინდისო და უპასუხისმგებლო, უვარგისი ამაზრზენი... მთავრობა! იმედია ყველა მოგბაძავთ! მაგრამ ვაი რომ უკანასკნელს გაყიდიან ოღონდ მანდ აღმოჩნდნენ!

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."