ევროკომისარი: "როცა პირველად ვესტუმრე თბილისს, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის უამრავმა დროშამ ქალაქში..."

ევროკომისარი: "როცა პირველად ვესტუმრე თბილისს, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის უამრავმა დროშამ ქალაქში..."

"კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით" - ამის შესახებ ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საქართველო სამაგალითო გახლავთ იმით, რომ ის ასრულებს საგზაო რუკის მოთხოვნებს. მე კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მომოსვლის რეჟიმით. ეს გახლავთ ფრიად მნიშვნელოვანი მიღწევა და განვლილი იქნა ხანგრძლივი პროცესი", - განაცხადა

მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროცესი მოახდინა. საქართველო ახორციელებს ყველა აუცილებელ რეფორმას, რათა დააკმაყოფილოს ყველა უმაღლესი კრიტერიუმი.

როგორც დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, რეფორმებმა საქართველო უფრო დაახლოვა ევროკავშირის სტანდარტებთან და ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით.

"მინდა ჩემი პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ საქართველოს შესახებ. როცა პირველად ვესტუმრე თბილისს, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ქალაქში ვიხილე ევროკავშირის უამრავი დროშა და ეს მართლაც მისასალმებელი ფაქტი გახლავთ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მართლაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოქალაქეების აზროვნებსა და გულში", - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."