პრემიერი - ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ევროპაში ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად

პრემიერი - ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ევროპაში ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად

ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ევროპაში ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომლებისთვისაც დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კვირიკაშვილის თქმით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ის ევროპაში მომავალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრება.

"მრავალი თაობის ოცნების ასრულების გზაზე, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ფართოდ იქნება ეს კარი გახსნილი უკვე მომავალი თაობებისთვის. სწორედ ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად ვგეგმავ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროპაში გამგზავრებას. ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომლებისთვისაც, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება. მჯერა, მალე ჩვენ ღირსეულად შევაბიჯებთ დიდ ევროპულ ოჯახში და ჩვენს წვლილს შევიტანთ მის მრავალფეროვან კულტურაში, მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", - განაცხადა კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."