კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:11 / 03-02-2017
"როცა საქართველოში ჩავედი, ხალხმა იცოდა ცეკვა-სიმღერა და სადღეგრძელოების თქმა, მეტი არაფერი" - მიხეილ სააკაშვილი ქართველებზე
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია Чернівецький Промінь-ის ეთერში საქართველოში მისი მთავრობის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე და უკრაინაში დაგეგმილ და განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა.

"როცა მე საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, ქვეყანას ჰყავდა 100 000 ვიზიტორი, ტურისტიც კი არა. როცა მე დავასრულე ჩემი ვადა, ქვეყანას ჰყავდა 6 მილიონი ტურისტი. როგორ გავაკეთეთ ეს? ჩვენ ვხატავდით ქალაქებს, ვიგონებდით მათ, ისინი არ იყო და ვიგონებდით. მაგალითად, ბათუმი მე პირადად დავხატე და მოვიგონე - რაღაც ვალენსიიდან, რაღაც ბარსელონიდან, რაღაც ნიციდან და ნიუ-იორკიდან. ავიღეთ ელემენტები და ის ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია...

იხილეთ ვიდეო

უკრაინელები ქართველებზე მეტად შრომისმოყვარენი და კანონმორჩილები არიან, უფრო გახსნილები რეფორმებისთვის, ვიდრე ქართველები იყვნენ მაშინ, როცა ვიწყებდით. ახლა ქართველებმაც ისწავლეს, პოსტსაბჭოთა თაობა შეიცვალა, გაიზარდა. როცა მე საქართველოში ჩავედი, ეს იყო კარიკატურული ქვეყანა, სადაც ხალხი დადიოდა ულვაშებით, აეროდრომი-ქუდებით, იცოდნენ ცეკვა-სიმღერა, სადღეგრძელოების თქმა და მეტი არაფერი შეეძლოთ. ახლა საქართველო არის მაღალტექნოლოგიური ქვეყანა, ქვეყანა სადაც სრულიად არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა ცხოვრობს, სადაც უამრავი საინტერესო ინიციატივა იბადება ეკონომიკის სფეროში, ქვეყანა, რომელიც ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულია, მაშინ
You must have Flash Player installed in order to see this player.
როცა ახლა უკრაინა ევროპაში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა.

ასე რომ, უკრაინელი ხალხი უფრო მეტად არის მზად რეფორმებისთვის, ვიდრე ჩვენ ვიყავით. ერთადერთი პრობლემა არის მთავრობა, რომელიც ახლა ყავს უკრაინას. ჩვენ ახლა ხელისუფლება არ გვყავს. პოროშენკო დაკავებულია ტელეკომპანიების კონტროლით, ყიდულობენ პატარა ტელეკომპანიებს, ზუსტად იანუკოვიჩის მსგავსად. მე უკვე აღარ მაჩვენებენ არცერთ ცენტრალურ არხზე. ქვეყანას ახლა აკონტროლებს კრიზისი და არა ხელისუფლება. აქ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური კლასი, რადგან ძველი პოლიტიკური კლასი ვერ გაატარებს რეფორმებს. "ბარიგები" ვერ შექმნიან თანამედროვე სახელმწიფოს. რა გავაკეთეთ ჩვენ საქართველოში? შევქმენით სახელმწიფოებრიობა. აი, ეს სჭირდება უკრაინას" - აღნიშნა სააკაშვილმა საუბრისას.
You must have Flash Player installed in order to see this player.
15:26 / 16-02-2017
და შენ ბატონო რომელი ქართული ღირსებით ხართ შემკული ა?
--მთერთან შიში არ ვიცოდითო..... არ გვეყო ისტორიის და ქართველთა სამაგალითო ბრძოლებით თავმომწონოება? ერთი დიდგორის და ერთი ბასიანი გაქვს საამაყო,სხვა რით იკვერხნი თავს?--ლეკებიდან ვერ ვიცავდით ცოლ-შვილს.....
მტკ-ს
11:26 / 16-02-2017
თქვენ ვინ გაგზარდათ ასეთი უჯიშოები - უკარაინელებთან რომ ლანძღავს - ის არაფრის მცოდნე საზიზღარი ხალხი, რომლებიც დადიოდა ულვაშებით, აეროდრომი-ქუდებით, იცოდნენ ცეკვა-სიმღერა, სადღეგრძელოების თქმა და იყო კარიკატურული - ეს თქვენი მშობლებია, თქვენი გამზრდელებია, თქვენი მამა-პაპა. და მათი გინება თქვენ მოგწონთ - ე.ი. ისინი მართლა უჯიშო და კარიკატურული ხალხია! ოღონდ ეს თქვენს წინაპრებს ეხება - ჩემებს-არა, მე ვამაყობ მათით! და ეს გამოგონილი ქალაქები - მეტრო ააშენა თბილისში, ფილარმონია, სპორტის სასახლე თუ ცირკი??? აზრს მოუხმეთ, რა!
სანდრო -s, ეს ასეა -s da maT msgavebs.
მსგავსი სიახლეები
თურქეთში მიმდინარე პროცესები გააძლიერებს ავტორიტარიზმს აზერბაიჯანშიც
კონფერენცია დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა
"უმეტეს შემთხვევაში დასტურდება ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად დარჩენისა და მუშაობის მიზნით გამგზავრების ფაქტები"
საუბარია ისრაელის შს მინისტრის გადაწყვეტილებაზე თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით
"ეს იყო გრძელი გზა. თუმცა, უვიზო რეჟიმის ამოქმედებით საქართველო და ევროკავშირი დაუახლოვდნენ ერთმანეთს"
+VIDEO| ყოველკვირეულ თოქ-შოუს "სხვა უკრაინა"-ს წაიყვანს
ქარის სიმძლავრე 32 მეტრი წამში დაფიქსირდა, რაც უკვე გრიგალის მნიშვნელობისა
"იქაური კერძები საოცრად მდიდარი სუნელების და საკმაზების გემოთია გაჟღენთილი"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:57 / 23-04-2017  Image "იმედო ახალი დაოჯახებული იყო და ბავშვსაც ელოდებოდა" - ვინ არიან ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიაში დაღუპულები
"სრულიად გოგმაჩაძეების გვარს ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიას"
20:54 / 23-04-2017  Image თემქაზე მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა და თოკებზე დაეცა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
+VIDEO| თბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა
23:16 / 23-04-2017  Image საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები ცნობილია
პირველადი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში
14:44 / 23-04-2017  Image რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ
მიუხედავად ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა, საავადმყოფოში მიყვანილი პაციენტი ვერ გადაარჩინეს
21:31 / 23-04-2017  Image ოზურგეთში ძლიერმა ქარმა მამაკაცი სახლის სახურავიდან გადმოაგდო - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
ძლიერი ქარის გამო ფიზიკური დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მოქალაქემ
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49