გიგი უგულავა მოსამართლეებს მიმართავს

გიგი უგულავა მოსამართლეებს მიმართავს

პოლიტიკური პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მოსამართლეებს მიმართავს.

როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, "რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს "გააკეთებინეს ყველაზე სამარცხვინო საქმე და მერე მოისროლეს".

"მივმართავ მოსამართლეებს, მეგობრებო, თქვენზე გადის დღეს არა მარტო სიტყვის თავისუფლების ხაზი და არა მარტო ქვეყნის მომავალი, ელემენტარულად თქვენ არ დაგიცავთ, უბრალოდ ვერ დაგიცავთ ეს რეჟიმი და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, თუნდაც ავიღოთ იგივე ურთმელიძის საქმე. ურთმელიძეს გააკეთებინეს ყველაზე სამარცხვინო საქმე და მერე მოისროლეს. ასე დაემართება ყველა მოსამართლეს იმიტომ, რომ ასე პატივაყრილი, ასე თეთრზე შავის დამწერი მოსამართლე შეუძლებელია, რომ მერე დარჩეს სასამართლო სისტემაში. მე აღარ ვლაპარაკობ მომდევნო პერიოდში, რომ ეს თავისთავად იქნება სისხლის სამართლის გამოძიების საქმე, ამიტომ მეგობრებო, კარგად დაფიქრდით, რადგან ეს არ არის რიგითი საქმე. მე ამ სისტემისგან დაზარალებული ვარ, თუმცა ჩემს საქმეზე ასი წელი არ ვისაუბრებ რადგან ეს აბსოლუტურად განსხავავებული სიბრტყეებია - ეს საქართველოს მომავალს ეხება", - განაცხადა გიგი უგულავამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

"გაეშვით "რუსთავი 2"-ს და გავაგრძელოთ ცხოვრება, შეჯიბრი იყოს მეტ-ნაკლებად წესიერების ფარგლებში და აუცილებლად მოხდება ამ რეჟიმის მშვიდობიანი ფორმით ხელისუფლებიდან ძალიან მალე ჩამოშორება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."