ბუკნარიდან "მაგნოლიას" გადატანის დროს გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დააკავეს

ბუკნარიდან "მაგნოლიას" გადატანის დროს გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დააკავეს

ბუკნარიდან ასწლოვანი ხის, "მაგნოლიას" გადატანის დროს გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რეზო ხარაზმა განუცხადა, მისმა თანაგუნდელებმა ხის გადატანისას ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე შექმნილი საცობი გააპროტესტეს, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა ისინი აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

"ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანას აფერხებდნენ. ისინი გზის კანონიერად გათავისუფლებას ითხოვდნენ, რადგან ხეების გამო, ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო მოძრაობა, როდესაც სამართალდამცავებმა ისინი დააკავეს. ამ წუთებში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან", - აღნიშნა ხარაზმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. უწყების ცნობით, გამოძიება 173- მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."