გეგმავს თუ არა პრეზიდენტი დავით უსუფაშვილთან და "ევროპული საქართველოს" წევრებთან თანამშრომლობას?

გეგმავს თუ არა პრეზიდენტი დავით უსუფაშვილთან და "ევროპული საქართველოს" წევრებთან თანამშრომლობას?

ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ჩემთან ხშირად არის პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები და მინდა, რომ ეს კონსულტაციები იყოს აქტიური, ინტენსიური, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს იმის შესახებ, რომ მასთან ხშირად დახურულ შეხვედრებზე ხედავენ "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ ლიდერსა და "ევროპული საქართველოს" წევრებს და სამომავლოდ პოლიტიკური გეგმებიც აქვთ.

"ეს არის ნორმალური ფორმატი. ჩვენ, პოლიტიკოსები ერთმანეთს უნდა ვესაუბრებოდეთ, რომ ქვეყანაში შევქმნათ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, არა გამოგონილი დაპირისპირებები, არა გაბუტვები და გაქცევები, არამედ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება და მე, ბუნებრივია, როდესაც არის შესაძლებლობა, ყველა პოლიტიკურ ძალას ვესაუბრები, რადგან მიმაჩნია, რომ ისინი არიან მთავარი მოთამაშეები პოლიტიკურ ცხოვრებაში და პოლიტიკურ ველზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე, უფრო კონკრეტულად რა სამომავლო გეგმები აქვს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ "ეს მნიშვნელოვანი საკითხია და უბრალოდ ასე ვერ გასცემს პასუხს". "ამ საკითხზე, ბუნებრივია, პოლიტიკოსი ყოველთვის იძლევა ხოლმე პასუხს, გამომდინარე იქიდან, რა პოლიტიკური საჭიროება ან დინამიკაა. დღეს, სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება არ წარმოადგენს ჩემს პოლიტიკურ დღის წესრიგს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."