გიორგი მარგველაშვილი ცერცვაძის საქმეზე - რუსეთთან ოფიციალურ თანამშრომლობას გამოვრიცხავ

გიორგი მარგველაშვილი ცერცვაძის საქმეზე - რუსეთთან ოფიციალურ თანამშრომლობას გამოვრიცხავ

ნამდვილად არ ვარ ინფორმირებული, რომ რაიმე გადაცემულიყო რუსეთისთვის და წარმოუდგენლად მიმაჩნია, ეს ოფიციალურად მოხდეს - არაოფიციალურად, ბევრი ინფორმაციის მოძიება შეუძლია რუსეთს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა სახელმწიფოში, თუმცა, ოფიციალურ თანამშრომლობას მე გამოვრიცხავ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომანია "იბერიას" ეთერში ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

"ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმის თაობაზე, როგორ უფრო ადეკვატურად მოვქცეულიყავით და როგორ დაგვეზღვია თავი ამ სირთულისგან, თუმცა ქართული სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად რაიმე ინფორმაციის მიწოდება ან ცერცვაძეზე ან სხვა ვინმეზე რუსეთისთვის, განსაკუთრებით როდესაც საუბარი ეხება ქართველ მებრძოლს, რომლის დაცვაც ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია. შენ თუ არ დაიცავ იმ ადამიანს, რომელიც შენთვის იბრძვის, იბრძოდა, იბრძოლებს რომელიმე ომში, შენ ამთავრებ ამით სახელმწიფოებრივ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ფუნქციას - შენი მოსახლეობის დაცვას მტრისგან. თითოეული მებრძოლის დაცვა არის სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესი, რადგან ეს ადამიანი შენთვის რისკავდა სიცოცხლეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი განცხადებით, გამოჩნდა, რომ საქართველოს დიპლომატიური უწყება პირველივე საათებიდან ყველაფერს აკეთებდა ცერცვაძისთვის, დანარჩენი კი პოლიტიკური დისკუსიის საკითხი იყო.

"პირველივე საათებიდან ვიყავი ჩართული და შესაბამისი უწყებები, ჩვენი საელჩო უკრაინაში იყო მობილიზებული და ადეკვატურ ნაბიჯებს დგამდა ბატონ ცერცვაძის ინტერესების დაცვის ნაწილში. როდესაც საუბარია შენი ქვეყნის მოქალაქის ინტერესების დაცვაზე სხვა ქვეყანაში, მთავარია აქ კრიზისის მენეჯმენტის მომენტები, თუ ვინ არის ჩართული და რას აკეთებს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე განცხადებით, "რუსეთთან ურთიერთობა სტრატეგიული თმენის რეჟიმშია".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."