ლაშა ნაცვლიშვილი დავით საყვარელიძისთვის ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერების მიყიდვის შეთავაზებას „აგონიურ ბოდვას“ უწოდებს

ლაშა ნაცვლიშვილი დავით საყვარელიძისთვის ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერების მიყიდვის შეთავაზებას „აგონიურ ბოდვას“ უწოდებს

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი „აგონიურ ბოდვას“ უწოდებს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს რამდენიმე მილიონად სთავაზობდა. ნაცვლიშვილი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას „ფეისბუქში“ ეხმაურება.

„მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება? - ეს არა მხოლოდ ღირსების შემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია“, - წერს ნაცვლიშვილი.

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე საყვარელიძის „გაღიზიანებას“ მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ „ზუსტად იქ მოარტყა, სადაც უმიზნებდა“.

”როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი. ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately...

მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან. რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს.

და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, - მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ“, - აღნიშნავს ლაშა ნაცვლიშვილი.

მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა გუშინ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლო ხელისუფლებაში უპრეცედენტო ზეწოლაში დაადანაშაულა. ნაცვლიშვილის თქმით, ისინი მოსამართლეების მოსყიდვას ეწევიან, ხოლო მათ მიმართ, ვინც ვერ მოისყიდეს, მორალური ტერორის პოლიტიკას ახორციელებს. მისივე განცხადებით, ეს ადამიანები ეწევიან მოსამართლეების დაშინებას, დისკრედიტაციასა და შეურაცხყოფას, რისი ნათელი მაგალითიცაა მოსამრთლე ნაზღაიძის „ქეისი“. მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის განმარტებით, მსგავსი მიდგომაა უზენაესი სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობის მიმართაც.

მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა.

როგორც დავით საყვარელიძემ აღნიშნა, ეს შეთავაზება ლაშა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ გააკეთა მისი და მისი მეგობრის მისამართით, რაც სამსახურიდან უკვე გაშვებული და განაწყენებული იყო. თუმცა, საყვარელიძის თქმით, იმის გამო, რომ აუდიო ჩანაწერის გამოსყიდვისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნდა, ეს ”გარიგება” არ შედგა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."