ბინები, 335 000 ევროს ღირებულების მანქანები და 500 000 დოლარად შეფასებული მიწის ნაკვეთები - კახა კალაძის ქონება

ბინები, 335 000 ევროს ღირებულების მანქანები და 500 000 დოლარად შეფასებული მიწის ნაკვეთები - კახა კალაძის ქონება

ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახა კალაძის შემოსავალმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 58 563 ლარი შეადგინა. ასეთია მის მიერ 2017 წლის 31 იანვარს შევსებული დეკლარაციის მონაცემები.

გასულ წელს ენერგეტიკის მინისტრმა 20 000 ევროდ შეიძინა მოტოციკლი HARLEY DAVIDSON BOBBER, ხოლო მსუბუქი ავტომანქანა FIAT 500 BI POSTO-ში 50 000 ევრო გადაიხადა. კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი - MERCEDES BENZ AMG GTS კალაძემ 2015 წელს 145 000 ევროდ შეიძინა. იმავე წელს 25 000 ევროდ იყიდა მოტოციკლი - HARLEY DAVIDSON SPRINGER; 2014 წელს კი 140 000 ევროდ იყიდა მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES G63.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, ენერგეტიკის მინისტრმა 2014 წელს ბაკურიანში 2 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი 80 000 დოლარად შეიძინა. 2013 წელს კი სამტრედიაში მდებარე 93,90 კვადრატული მეტრისა და 76,20 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართები ჯამში 115 ათას დოლარად იყიდა. კალაძემ 2012 წელს წყნეთში მდებარე 1 139 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთიც იყიდა, რომელშიც 298 ათასი დოლარი გადაიხადა.

მინისტრი ასევე ფლობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 367,60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; სამტრედიაში 410 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლს; წყნეთში 697,60 კვადრატული მეტრისა და 735,20 კვადრატული მეტრი ფართობის აგარაკებს; თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე მდებარე 396 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; სამტრედიაში 2 380 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს; ბაკურიანში მდებარე 3 031 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს; წყნეთში 1 060 კვ. მეტრისა და 1 058 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს; თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე მდებარე 35 კვადრატული მეტრის ავტოფარეხს.

ასევე ნახეთ: კახი კალაძისა და მისი ოჯახის მილანური ვოიაჟი - ფოტოები "ფეისბუქიდან"

ენერგეტიკის მინისტრი უძრავ ქონებას უკრაინაშიც ფლობს. კერძოდ, მას ეკუთვნის კიევში მდებარე 220 კვადრატული მეტრი და 250 კვადრატული მეტრი ფართობის ბინები და 3 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი  განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები