რომან გოცირიძე - საპრეზიდენტო ინსტიტუტის გარდა, არ დარჩა სფერო, რომელზეც მცოცავი, ტოტალური კონტროლის დამყარება არ მომხდარა

რომან გოცირიძე - საპრეზიდენტო ინსტიტუტის გარდა, არ დარჩა სფერო, რომელზეც მცოცავი, ტოტალური კონტროლის დამყარება არ მომხდარა

საპრეზიდენტო ინსტიტუტის გარდა, არ დარჩა არც ერთი სფერო, რომელზეც მცოცავი, ტოტალური კონტროლის დამყარება არ მომხდარა, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარეობს ”ძალიან სახიფათო პროცესი, რომელსაც ჰქვია ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაცია პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფის, არაფორმალური მმართველის მიერ”.

”ამ უზურპაციის ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი იქნება დღეს, ამ დარბაზში როდესაც თქვენი თანხმობით ფაქტობრივად მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოზე თქვენი სრული კონტროლის დამყარება მას შემდგე, რაც ქალბატონი მანანა კობახიძე გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. ის არის პოლიტიკურად მიკერძოებული, რომელიც არ შეეფერება თავისი პოლიტიკური წარსულით ამ თანამდებობას.

ფაქტობრივად, უზურპირებულია აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლების ყველა შტო.

ბოლო, მესამე ნაწილი სასამართლო ხელისუფლების, დღეს დაეცემა აი ამ უთანასწორო ბრძოლაში.

ამას დამატებული მეოთხე ხელისუფლება - საზოგადოებრივი მაუწყებელი. თურმე დარჩება ”მოამბე” და გვირჩევენ, რომ ინტერნეტით უყუროს ჩვენმა საზოგადოებამ ამ ჩვენს სატელევიზიო დებატებს და დაიხურება მეორეს არხის პირდაპირი გადაცემებიც კი”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, მცოცავი უზურპაციის და ხელისუფლების დაპყრობის პროცესი დაიწყო მაშინ, როდესაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ”რომელიც იყო ეროვნული ბანკში, პოლიტიკურად მიუკერძოებელ და ნეიტრალურ დაწესებულებაში”, გადავიდა მთავრობის ხელში.

”ყველა თქვენგანის ანგარიშს აკონტროლებს მთავრობა. ყველა გარიგებას, ყველა ვაჭრობას, ყველა გადარიცხვას. შემდეგ მოხდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის გამოტანა და დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოშია გაჭედილი ეს საქმე. ამ 25 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, საგადასახადო სამსახურს ჩვენი საბანკო ანგარიშების კონტროლის შესაძლებლობა ჰქონოდა, თქვენ თუ თქვენმა წინამორბედმა პარლამენტმა ამის უფლება მიეცით შარშან.

საპრეზიდენტო ინსტიტუცის გარდა, არ დარჩა არც ერთ სფერო, რომელზეც მცოცავი, ტოტალური კონტროლის დამყარება არ მომხდარა. ახლა მიდის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაკნინება. ახლა თქვენ ვეტოსაც დაძლევთ დღეს. ფაქტობრივად შემდეგ გააუქმებთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მის პირდაპირ არჩევას და მივიღებთ ამ პარლამენტის მიერ დანიშნულ მორიგ ბუტაფორიულ პრეზიდენტს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."