პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 97 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტზე მსჯელობა დღეს პარლამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, ამ ვადის გასვლამდე არა უადრეს 2 და არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შედეგების ანალიზის საფუძველზე.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თანახმად კი, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."