რიკარდ იოზვიაკი - საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტიდან შევა

რიკარდ იოზვიაკი - საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტიდან შევა

მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში 29 მარტიდან შევა, ხოლო უკრაინისთვის - 12 ივნისიდან, - ამის შესახებ ბრიუსელში "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და შეჩერების მექანიზმს 22 თებერვალს დაამტკიცებენ.

როგორც ცნობილია, 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარდაჭერა ევროპარლამენტის 553-მა წევრმა გამოუცხადა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."