ნიკა მელია - დავით ნარმანია აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე

ნიკა მელია - დავით ნარმანია აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე

თუ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის გადახდის განკარგულება არ გაუქმდება, აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე დედაქალაქის მერი და ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მელიამ განაცხადა, თუ ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას "ქართული ოცნების" დეპუტაციაც არ შეუერთდება, ამ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ თბილისის მერმა ისინი შეცდომაში არ შეიყვანა და მათ შეგნებულად "აჩუქეს მოსამართლის ოჯახს მილიონი ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან".

"ეს არის შემთხვევა, რომლის ანალოგი ძნელად თუ მოიძებნება მთელი 20 წლის განმავლობაში, რაც კი საქართველო დამოუკიდებელია. მსგავსი კორუფციული სქემა არ გამჟღავნებულა. ეს არის უტიფრობის ნათელი ილუსტრაცია. წარმოიდგინეთ, დედაქალაქის მერია ამზადებს განკარგულების პროექტს, რომლითაც შედის საკრებულოში და სთხოვს, თითქოს დაზარალებულ ნაზღაიძეს კომპენსაციის თანხა გადაუხადონ, რეალურად კი, ის ტერიტორია, რომელსაც მერია ნაზღაიძის საკუთრებად ასაღებდა, ნაზღაიძის კუთვნილება 2013 წლიდან აღარ არის. ჩვენი მოთხოვნაა, რომ როგორც მინიმუმ ამ ეტაპზე სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს ის განკარგულება, რომლის საფუძველზეც ნაზღაიძეს 1 მილიონი, ასე ვთქვათ, აჩუქეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუციელბლად მოუწევს პასუხისგება პრკურატურასთან დავით ნარმანიას, კარლო ლაფერაძეს, როგორც ქონების მართვის სამსახურის უფროსს. "ქართული ოცნების" ის 35 დეპუტატი, როგორც მინიმუმ დღეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია. ან არ იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ ან იცოდნენ და ამის მიუხედავად მაინც ხელი მოაწერეს განკარგულებას. ეს უკვე ბუნებრივია დანაშაულია", - განაცხადა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე მოუწოდებს საკრებულოს უმრავლესობას, მხარი დაუჭირონ ოპოზიციის მოთხოვნას.

"ხომ არსებობს რაღაც მორალური პასუხისმგებლობა? მერე რა, რომ შენ "ქართული ოცნების" სიით ხარ დეპუტატი? - თუ ნარმანიას მიერ შეცდომაში ხარ შეყვანილი, ახლა უნდა აიღონ და გააუქმონ ის დანაშაულებრივი განკარგულება. თუ ეს განკარგულება არ გაუქმდება, აუცილებლად, დღეს თუ არა ხვალ, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ნარმანია და ყველა ის პასუხისმგებელი პირი, რომელმაც ეს კორუფციული გარიგება გააფორმა მოსამართლე ნაზღაიძესთან", - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას ერთ მილიონ ლარამდე ქონება აუნაზღაურდა.

თბილისის საკრებულოში ეს ინიციატივა დღეს ოთხმა ფრაქციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა, სევდია უგრეხელიძემ და შორენა ბუხრაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე დააყენეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."