"გააჩუმე ახლა ენა...; თქვენ ხართ ცილისმწამებელი" - ბესელიას და კახიძის დაპირისპირება პარლამენტში

"გააჩუმე ახლა ენა...; თქვენ ხართ ცილისმწამებელი" - ბესელიას და კახიძის დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. ფარული მოსმენების საკითხის განხილვას, დეპუტატებს - ეკა ბესელიასა და ოთარ კახიძეს შორის ცხარე კამათი მოჰყვა.

კამათი უმცირესობის დეპუტატის, ოთარ კახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი გააკრიტიკა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დაინტერესდა, როგორი სტანდარტი იყო მოსმენებისა "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში, რაზეც კახიძემ უპასუხა, რომ წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემების გამოყენება ხდებოდა რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

"ძალიან საინტერესო კითხვაა - განვიხილოთ როგორ იყო ეს ჩვენს წინა დროს, ბატონი კობა ნარჩემაშივლის დროს, კომუნისტების დროს როგორ იყო? - ჩვენ ახლა ვმსჯელობთ იმაზე, ვის დროს როგორ იყო? ყველაზე კარგი სასაუბრო თემა შემოიტანეთ ახლა. "ნაციონალური მოძრაობის" დროს მიდიოდა რალურად ბრძოლა რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ. თქვენ რომ პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლეთ ბატონო ირაკლი, იმათ წინააღმდეგ ხდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემების გამოყენება. აი, ეს იყო განსხვავება", - განაცხადა კახიძემ, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატის მისამართით კანონპროექტის მომხსენებლის, ეკა ბესელიას რეპლიკა მოჰყვა: "ყველაფერს ნუ მიედ-მოედები, ძალიან გთხოვ, თემაზე ილაპარაკე". ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ცხარე კამათი გაიმართა.

"არ ვიყავი სხდომაზე (გუშინდელი სხდომა) და ვერ ვთქვი, რამდენი მეომარი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა, გამოაცხადეთ ჯაშუშად", - მიმართა ბესელიამ კახიძეს, რის საპასუხოდაც უმცირესობის დეპუტატმა მას გია ცერცვაძის საქმე გაახსენა.

"თავი დაანებე ყალბ მოთქმას ცერცვაძეზე. საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავი ხარ. შენც ხარ იმ სისტემის ნაწილი. შენ და ადეიშვილს ვინც გადაგირჩათ, ისინი გავათავისუფლეთ ჩვენ", - გაანცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, რის საპასუხოდაც ოთარ კახიძემ მას ცილისმწამებელი უწოდა.

"თქვენ ხართ ცილისმწამებელი. ცილისწამებით გაიკეთეთ პოლიტიკური კარიერა", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დეპუტატებს შორის შეკამათება რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ, ეკა ბესელიამ, რომელიც ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკითხის მომხსენებელია, აღნიშნა, რომ ოთარ კახიძის არც ერთ შეკითხვას არ უპასუხებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."