"ნასვამია აშკარად..." - ელენე ხოშტარიას ლაივ-ვიდეო პარლამენტიდან და დაპირისპირება დეპუტატებს შორის

"ნასვამია აშკარად..." - ელენე ხოშტარიას ლაივ-ვიდეო პარლამენტიდან და დაპირისპირება დეპუტატებს შორის

"ევროპული საქართველოსთვის" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სხდომათა დარბაზში, ბანერი წარწერით "არა მედიაზე შტურმს" გააკრა, რასაც ოპონენტების მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. თავდაპირველად დეპუტატს პარლამენტის მანდატურებმა აღნიშნული ბანერის განთავსების უფლება არ მისცეს, თუმცა ხოშტარიამ მისი გაკვრა მაინც მოახერხა იმ ტრიბუნების მხარეს, სადაც მისი პარტიის წევრები სხედან.

"პარლამენტია სწორედ ის ადგილი, სადაც საზოგადოების საზრუნავი უნდა გავაჟღეროთ. ეს არის პროტესტის ფორმა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება დღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და "რუსთავი 2"-ში, მაგრამ პარლამენტი დღეს გადაიქცა ნოტარიუსად, სადაც მხოლოდ პროცედურებზე საუბრობენ, სადაც რეალური დებატები რეალურ პრობლემებზე არ არის", - განაცხადა ხოშტარიამ.

მის განცხადებას და ქმედებას "ქართული ოცნების" დეპუტატების წინააღმდეგობა მოჰყვა. კოლეგებს ბანერის ჩამოხსნისკენ მოუწოდეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა "ოცნების" დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილსა და ოპოზიციონერ აკაკი ბობოხიძეს შორის. ამის ამსახველი კადრები ფეისბუქის პირად გვერდზე ელენე ხოშტარიამ გაავრცელა, რომელმაც ფეისბუქ-ლაივში ჩართო დაპირისპირება.

იხილეთ დაპირისპირების კადრები პარლამენტიდან

"ოჯახები ხო გყავთ? შვილებს რას ეუბნებით, რა გაქვთ გაკეთებული? საზღვარი აქვს ყველაფერს. ეს (უთითებს ბანერზე) ბოდიში და..." - მიმართა ყაველაშვილმა ოპოზიციის წევრებს. ყოფილ ფეხბურთელს თანაგუნდელებმა საუბარი არ დაასრულებინეს და ეცადნენ გაერიდებინათ "ევროპული საქართველოსთვის" ტრიბუნებიდან, რა დროსაც ყაველაშვილმა შენიშნა, რომ ელენე ხოშტარია მობილურით იღებდა და ოპონენტს მიმართა: "ოპერატორობა დაიწყე?"

ამაზე ელენე ხოშტარიამ კომენტარი გააკეთა: "მგონი ძველი ბიჭების ადგილი არ არის პარლამენტში... ფხიზელი არ არის, ხო?" - მიმართა "ევროპული საქართველოსთვის" წევრმა თანაგუნდელებს, რაზეც ირმა ნადირაშვილი და ოთარ კახიძეც დაეთანხმნენ.

"ნასვამია აშკარად, მაგრამ ეგ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, როგორ და რა ფორმაში მოვლენ პარლამენტში და არც მთავარი პრობლემაა. პრობლემაა ის, რომ ისინი პარლამენტს ხედავენ გაპრავების ადგილად" - აღნიშნა ხოშტარიამ ფეისბუქ-ლაივში.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ! დღეს გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით" - ზურაბ ჯაფარიძე

"რა ვქნათ ახლა, რას ითხოვთ, პოლიციელებთან ერთად ვიაროთ და ჩვენ ჩავერთოთ გამოძიების პროცესში?" - მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტებს