სალომე სამადაშვილი - მოსმენების ინსტიტუტი ხელისუფლების მიერ წლების მანძილზე გამოიყენებოდა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და მე ამას არ უარვყოფ

სალომე სამადაშვილი - მოსმენების ინსტიტუტი ხელისუფლების მიერ წლების მანძილზე გამოიყენებოდა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და მე ამას არ უარვყოფ

ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში მოსმენების ინსტიტუტი ხელისუფლების მიერ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად გამოიყენებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილება.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება და "ქარული ოცნება" არ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რომელიც საზოგადოებისგან ხელისუფლებაში მოსვლისას მიიღო, რომ მომხდარიყო უშიშროებისა და საგამოძიებო ორგანოების დეპოლიტიზება.

"ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც სამწუხაროდ, წლების მანძილზე და მე ამას არ უარვყოფ, რომ ეს დიდი ხნის პრობლემაა, მოსმენების ინსტიტუტი გამოყენებული იყო ხელისუფლების მიერ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და არა იმ დანიშნულებით, რომელიც ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ. თქვენ როდესაც მოხვედით ხელისუფლებაში, ერთ-ერთი დაკვეთა, რომელიც საზოგადოებისგან მიიღეთ, სწორედ უშიშროებისა და საგამოძიებო სამსახურების დეპოლიტიზება იყო. სამწუხაროდ, თქვენ არ ასრულებთ ამ დაკვეთას. რეალურად, დღეს თქვენ რასაც გვთავაზობთ, ეს არის არამხოლოდ სრულიად უკონტროლო ვითარებაში მოსმენების ბერკეტების დატოვება, არამედ თქვენ დღეს გვთხოვთ კიდევ გავზარდოთ ბიუჯეტიდან დაფინანსება იმისთვის, რომ ეს უფრო მარტივად და ეფექტიანად განახორციელოთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აღნიშნა, ხელისუფლებამ დღეს კიდევ ერთი პოლიტიკური შანსი გაუშვა ხელიდან, რომ მოსმენების მტკივნეული საკითხი მოეწესრიგებინა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ფორსირებულ რეჟიმში გვიწევს ჩვენ ამ საკითხის განხილვა. ვწუხვარ, რომ თქვენ კიდევ ერთხელ უშვებთ შანს ხელიდან, რომ ამ მტკივნეულ თემაზე, ჩვენ მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც მართლაც გააჩენდა საზოგადოებრივი ნდობის ფაქტორს", - აღნიშნა სამადაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."