ლოზუნგით "სოლიდარობა მუშებს", "აუდიტორია 115"-ის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ლოზუნგით "სოლიდარობა მუშებს", "აუდიტორია 115"-ის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე "აუდიტორია 115"-ის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით "სოლიდარობა მუშებს". აქციას შეუერთდნენ "რუსთავის აზოტის" ყოფილი თანამშრომლები, სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანებები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიცვალოს შრომითი კანონმდებლობა, რადგან არსებული სისტემა იცავს არა დასაქმებულის, არამედ დამსაქმებლის ინტერესებს. მათივე თქმით, ხელისუფლებას აღნიშნულის მოსაგვარებლად საკმარისი დრო ჰქონდა, თუმცა პოლიტიკური ნება არ გამოიჩინეს, რის გამოც მოუწოდებენ გატარდეს დროული რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე "საქართველოს ბანკის" ცენტრალურ შენობასთან არიან შეკრებილი, მოგვიანებით კი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლებენ.

ადგილზე უსაფრთხოებისთვის მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. აქციის გამო თავისუფლების მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა დროებით შეფერხდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."