დაპირისპირება მერიასთან: მელია და მხარდამჭერები ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ

დაპირისპირება მერიასთან: მელია და მხარდამჭერები ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ

თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ქალაქის ბიუჯეტიდან "რუსთავი 2"-ის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას.

პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და მერიის უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება მოხდა. მელია შენობაში შესვლას მოითხოვდა, რისი უფლებაც დაცვის სამსახურმა არ მისცა.

ნიკა მელიას მხარდამჭერებმა და აქციის მონაწილეებმა ერთობლივი ძალის გამოყენებით სცადეს შენობაში შესვლა, რასაც მერიის უსაფრთხოების სამსახური შეეწინააღმდეგა.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

"თუ დავით ნარმანია დღეს არ გამოვა, ეს ადამიანი რამდენიმე დღეში მერიის შენობაში ვეღარ შევა, - ამის შესახებ ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ : "გადადექი"! "გამოდით"! ასევე, დედაქალაქის მერს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მერიის წინ მთელი სუს-ი არის მობილიზებული.

"მერიასთან არის მობილიზებული გომელაურის მთელი სამსახური, პოლიტიკური პოლიციის მთელი შემადგენლობა, ჩაკეტეს მთელი მერიის შენობა, არ უშვებენ არავის იმ საჯარო სივრცეში, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესვლის უფლება, მითუფრო პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატებს. ნარმანია იმალება. თუ იგი არ გამოვა დღეს, რამდენიმე დღეში ეს ადამიანი ამ შენობაში ვეღარ შევა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."