არჩილ თალაკვაძე – ჩვენი და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი

არჩილ თალაკვაძე – ჩვენი და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი

როდესაც გამოვლინდა და აღიკვეთა ასეთი დანაშაული, ავტომატურ რეჟიმში პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას: პროკურატურის განცხადება, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა და ამავდროულად პატრიარქის უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, იძლევა თუ არა იმის თქმით საფუძველს, რომ თავდაცვის ობიექტი იყო უშუალოდ პატრიარქი, თალაკვაძის თქმით, „ამის თქმის საფუძველს არ იძლევა“.

„არ გვაძლევს ამის თქმის საფუძველს. როდესაც გამოვლინდა და აღიკვეთა ასეთი დანაშაული, ავტომატურ რეჟიმში პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი სწრაფად ჩაფრინდა ბერლინში პატრიარქის უსაფრთხოების დასაცავად. გაძლიერებული ზომები გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო - ამას შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს გარდა და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქირურგიულმა ჩარევამ კარგად ჩაიარა და პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება გასცემს პასუხებს ყველა იმ შეკითხვას, რაც ამ ეტაპზე საზოგადოებას აქვს და გაირკვევა უფრო მეტი ამ საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."