”ნაციონალური მოძრაობა” მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს

”ნაციონალური მოძრაობა” მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ჯგუფმა უნდა მიიღოს საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი, რომელიც პროკურატურამ ამ ეტაპზე შესაძლოა საჯაროდ არ გააჟღეროს.

”ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ამ საქმით. ჩვენ ვიცით რაოდენ დიდ როლს თამაშობს მისი უწმინდესობა სტაბილურობის შენარჩუნებისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისთვის. ეს საქმე არის უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის. ჩვენ მოველით, რომ პროკურატურა მოგვაწოდებს ინფორმაციას. კარგი იქნებოდა სპეციალური ჯგუფიც შექმნილიყო პარლამენტში, რომელსაც ყველა ის დეტალი ექნება, რომელიც პროკურატურამ ამ ეტაპზე შესაძლოა საჯაროდ არ გააჟღეროს. მოველით, რომ პროკურატურა სხვა დეტალებსაც გაგვაცნობს მომავალში, რადგან საქმე არის ძალინ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."