გია ვოლსკი პროკურატურის განცხადებაზე - ეს მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს

გია ვოლსკი პროკურატურის განცხადებაზე - ეს მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს

ეს მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს, - ასე გამოეხმაურა პროკურატურის დღევანდელ განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

ვოლსკი იმედოვნებს, რომ ყველა კითხვას უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი.

"ეს მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს. მე ვფიქრობ, რომ უბედურებას გადავრჩით. რაში გამოიხატება ეს უბედურება, რა ადასტურებს, რომ ეს შესაძლოა რეალურად მომხდარიყო და მთელ რიგ შეკითხვებზე პასუხი, რაც პროკურატურამ დღეს ღიად დატოვა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იქნება ნათელი",- განაცხადა ვოლსკიმ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."