შსს-მ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა

შსს-მ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.

მოისმინეთ აუდიოჩანაწერი

როგორც უწყებაში განაცხადეს, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის, საუბარს უწყვეტ რეჟიმში ასახავს, მასში დაფიქსირებული ხმები კი ნამდვილად მამუკა ახვლედიანს და ნიკა გვარამიას ეკუთვნით.

მათივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზეა დაბარებული.

გვარამია ჩანაწერის შესახებ ექსპერტიზის პასუხს გაეცნობა.

ახვლედიანსა და გვარამიას შორის არსებული ჩანაწერი 3 ოქტომბერს გავრცელდა. აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ, რის კონტექსტშიც მამუკა ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს "სავარჯიშო ბალიშად" მოიხსენიებს, სისტემაში საქმეების რაოდენობის კუთხით შექმნილ ვითარებას კი "კატასტროფას" უწოდებს.

"სრული კოლაფსია, არ ყოფნის ხალხი, რომ საქმე, თითო კოლეგია შედგეს... ასეთი განუკითხაობა არასოდეს არ ყოფილა სასამართლოში... ისე ვარ ნიკა, რომ მართლა აღარ მინდა უკვე. მართლა რამე რომ მქონდეს, სადღაც რაღაცა გამაკეთებინა, რომ თავს ვუშველო, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ წავალ იქედან ოჯახი მშიერი არ იქნება", - ამბობს მამუკა ახვლედიანი, რაზეც ნიკა გვარამია პასუხობს: "რა უნდა კაცო მაგის იმედს, ეს არ არის რთული".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."