ბინები, მიწის ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები - ქართველი ქალი მინისტრების ქონება

ბინები, მიწის ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები - ქართველი ქალი მინისტრების ქონება

მთავრობის დღევანდელ შემადგენლობაში ორი ქალი მინისტრია - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა თუ რა ქონების მფლობელები არიან ქართველი ქალი მინისტრები.

როგორც წულუკიანის მიერ 2017 წლის 11 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისმა ხელფასმა დაბეგვრის გარეშე, იუსტიციის მინისტრის პოსტზე 75 000 ლარი შეადგინა. დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს მინისტრს პრემია არ მიუღია.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, 2013 წელს თეა წულუკიანმა 39 840 დოლარად შეიძინა 1 900 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში. მასვე ეკუთვნის ამავე მისამართზე არსებული 400 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი და 30 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხი. ასევე გასული წლის განმავლობაში წულუკიანმა 222 519 ევროდ გაყიდა კუთვნილი ბინა სტრასბურგში. თეა წულუკიანის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა mini Cooper.

დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრს "საქართველოს ბანკის" ანაბარზე 101 502 ევრო და სახელფასო ანგარიშზე 1 428 ლარი აქვს. "კრედი ლიონეს" მიმდინარე ანგარიშზე კი 0.67 ევრო ერიცხებოდა.

დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანს რამდენიმე სესხიც აქვს. "საქართველოს ბანკში" სამომხმარებლო სესხი ჰქონდა 13 686 ლარის ოდენობით. ამავე ბანკში ჰქონდა იპოთეკური სესხი, რომლის შედეგადაც გასავალმა გასულ წელს 15 577 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მინისტრმა გასულ წელს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე 20 000 ლარი დახარჯა.

განაგრძეთ კითხვა

კორონავირუსთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ყველა დეტალი - მთავრობა განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაშია