საპარლამენტო უმცირესობას მთავარი პროკურორის გადაყენების პროცედურის დასაწყებად 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება

საპარლამენტო უმცირესობას მთავარი პროკურორის გადაყენების პროცედურის დასაწყებად 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება

საპარლამენტო უმცირესობას მთავარი პროკურორის გადაყენების პროცედურის დასაწყებად სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება საპარლამენტო უმცირესობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დასაწყებად სულ მცირე 50 დეპუტატის მხარდაჭერა და შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.

მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მიიღება, საქართველოს კანონმდებლობა შემდეგ პროცედურას ითვალისწინებს: თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი უფლებამოსილია საპროკურორო საბჭოს საგანგებო (ად ჰოც) პროკურორის დანიშვნის წინადადებით მიმართოს. შესაბამის მიმართვაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი, სათანადო არგუმენტები და მას უნდა ერთვოდეს არსებული მასალები.

პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ საპროკურორო საბჭოს წარდგინებას. შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

მთავარი პროკურორი შეიძლება თანამდებობიდან ვადამდე იმ შემთხვევაშიც გათავისუფლდეს, თუ საპროკურორო საბჭოს მიერ საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება, რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."