ფატუ ბენსუდა - რუსეთმა რომც არ ითანამშრომლოს ჰააგასთან, გამოძიება მაინც არ შეწყდება

ფატუ ბენსუდა - რუსეთმა რომც არ ითანამშრომლოს ჰააგასთან, გამოძიება მაინც არ შეწყდება

რუსეთმა რომც არ ითანამშრომლოს ჰააგასთან, გამოძიება მაინც არ შეწყდება, - ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მიუნხენში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, მას დაგეგმილი აქვს საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა, რომელსაც მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ბენსუდას თქმით, შეხვედრაზე საუბარი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს გამოძიების მიმდინარეობაზე იქნება.

"გამოძიება მიმდინარეობს და ვაგროვებთ საჭირო ინფორმაციებს, მტკიცებულებებს. ვმუშაობთ. ჩვენ გვჭირდება ქართულ მხარესთან შეხვედრა, თანამშრომლობა ხელისუფლებასთან და ამიტომ გვაქვს ასეთი ხასიათის შეხვედრები. ვმსჯელობთ საქმის მიმდინარეობაზე, გამოძიების რა ეტაპზე ვიმყოფებით. რუსეთთან თანამშრომლობაზე მოთხოვნა უკვე გაგზავნილია, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთმა რომც არ ითანამშრომლოს, გამოძიება არ შეწყდება. ჩვენ ვეძებთ გზებს საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად", - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."