სერგეი ლავროვი - როცა დავალაგებთ ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება

სერგეი ლავროვი - როცა დავალაგებთ ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის "სრულფასოვან თანამშრომლობას" ასახელებს.

ლავროვი საუბრობს ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხეზე და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში სავიზო რეჟიმის გაუქმება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

"რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობებს, ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ ის ასე თუ ისე ნორმალიზდება. იზრდება ტვირთბრუნვა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ თუ არ ვცდები მესამე ქვეყანა, რომელიც ქართულ საექსპორტო პროდუქციას ყიდულობს, რუსეთია. ფართოვდება საავიაციო მიმოსვლის არეალი. მნიშვნელოვნად ლიბერალიზებულია სავიზო პოლიტიკა. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია. ის დაკავშირებულია არამარტო დიპლომატიური ურთიერთობების არქონასთან, თუმცა ასეთ ურთიერთობების არქონის შემთხვევაში სავიზო რეჟიმის გაუქმება ცოტა უცნაურია. ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან იმ პირობებში, როდესაც არამარტო ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება მარშრუტი, რომლის გამოყენაბასაც აქტიურად ცდილობენ "ბოევიკები", ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები. როცა დავალაგებთ სრულფასოვან ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის, რათა ამ რისკების მინიმალიზება მოვახდინოთ, ალბათ, შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის შემდგომ შემსუბუქებაზე. სამართალდამცველ ორგანოებს შორის ასეთი ურთიერთობების დარეგულირება დიპლომატიური კავშირის არარსებობის შემთხვევაში რთულია", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."