გიორგი მარგველაშვილი - ამ დღეების განმავლობაში პოლიტიკოსები პროკურორის როლს თამაშობდნენ, პროკურორები - პოლიტიკოსების როლს

გიორგი მარგველაშვილი - ამ დღეების განმავლობაში პოლიტიკოსები პროკურორის როლს თამაშობდნენ, პროკურორები - პოლიტიკოსების როლს

შეუძლებელია შეცდომა არ დაგემართოს, როდესაც ხდება როლებისა და ფუნქციების აღრევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"- ის გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა, როდესაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პოლიტიკოსების და სხვა პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრობდა.

მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში პოლიტიკოსები პროკურორის როლს თამაშობდნენ, პროკურორები - პოლიტიკოსების როლს.

"თვისობრივად აღრეული იყო ის, ვინ რა კომპეტენციაში უნდა ილაპარაკოს ამ ქვეყანაში. დაიწყო იმით, რომ სანამ პროკურორის განცხადება იყო, მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს განცხადებები და ბუნებრვია ასეთ ვითარებაში არსებობს ძალიან მარტივი წესები, წესები, რომელიც გამოგონილია იმისთვის, რომ სისტემამ ნორმალურად იფუნქციონიროს. როდესაც შენ ხარ პოლიტიკოსი, შენ არ ხარ პროკურორი, შეიძლება ძალიან გინდა გახდე პროკურორი, მაგრამ შენ არ ხარ პროკურორი და უნდა აკეთებდე აპოლიტიკურ განცხადებებს, ხოლო როდესაც შენ ხარ პროკურორი, მაგრამ გინდა იყო პოლიტიკოსი, უნდა აკეთებდე ისეთ განცხადებებს, როგორიც არის პროკურორის ფუნქციებში. შემდეგ ამ საკითხის განხილვა გადავიდა უკვე აბსოლუტურად შეუზღუდავ ფორმაში. დღესაც ვხედავთ, რომ არაერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია, ამ საქმეებზე განცხადებებს აკეთებს და ეს განცხადებები, ბუნებრივია, ძაბავს საზოგადოებას და ბუნებრივია, ყოველ ასეთ განცხადებას მეტი კითხვის ნიშანი მოჰყვება. ამ საქმეს ჰყავს სულ 2 მოქმედი პერსონაჟი, ჰყავს ბრალდების და დაცვის მხარე. ყველა ჩვენი მოსაზრება, ემოცია, ეს არის ცალკე თემა, მაგრამ ამ საკითხის ირგვლივ კვალიფიციური საუბრის შესაძლებლობა მათ გააჩნიათ. ამდენი დღის განმავლობაში, როდესაც უმაღლესი ტრიბუნებიდან გაკეთდა განცხადებები, ჩვენ დავინახეთ, ერთ ადამიანს, რომლის ბრალეულობაზე ან უდანაშაულობაზე საუბარს არ ვაპირებ და არც პოზიცია არ გამაჩნია, მაგრამ ის არის საქართველოს მოქალაქე, მას გააჩნია უფლებები და ამ უფლებების ფარგლებში ნამდვილად შეილახა უდანაშაულობის პრეზუმპცია და ამ ფონზე შეილახა ჩვენი ინფორმირებულობის საკითხი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, როდესაც ხდება პოლიტიკოსების პროკურორობა და პროკურორების პოლიტიკოსება, შეცდომები გარდაუვალია. "არც ერთი ვერსიის განვითარება არ მინდა, თუ რატომ მოხდა შეცდომები და რის გამო. ეს დღეს არ არის საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა ყველა დავუბრუნდეთ საკუთარ როლს, რაშიც გვიხდიან ხელფასს. პროკურორებს ხელფასს უხდიან საქმის გამოძიებაში, პოლიტიკოსებს ხელფასს უხდიან იმაში, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთონ", -დასძინა მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."