ოჯახური ურთიერთობები ქართულ პოლიტიკაში - რა ნათესაური კავშირები აქვთ პოლიტიკოსებს

ოჯახური ურთიერთობები ქართულ პოლიტიკაში - რა ნათესაური კავშირები აქვთ პოლიტიკოსებს

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციურ პარტიაში არაერთი ნათესაური კავშირია.

მაგალითად, მაია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია ერთმანეთის სიძე და ცოლის და არიან. მაია ფანჯიკიძე პარტია "თავისუფალი დემოკრატებისა" და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი იყო და 2012-2014 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი და 2012-2014 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო.

ელენე და გიორგი (გოგი) ხოშტარია, მამა-შვილი არიან

გიორგი ხოშტარია 1990-1991 წლებში საქაართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მას პირველი კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი აქვს მინიჭებული. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი, 2012-16 წლებში კი "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თავმჯდომარე გახდა.

2017 წელს ხოშტარია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ის მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე 1991-1996 წლებში, "საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" პრესმდივანი და თავმჯდომარის მოადგილე იყო. გიორგი კობახიძე საქართველოს მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტისა და "საქართველოს სახალხო პარტიის" წევრიც იყო წაიკითხეთ გაგრძელება