თავდაცვის უწყება - ლევან იზორიას მოადგილისთვის პოლკოვნიკის წოდება არ მიუნიჭებია და მას შსს-ში მინიჭებული პოლკოვნიკის წოდება თავდაცვის პოლკოვნიკის წოდებასთან გაუთანაბრდა

თავდაცვის უწყება - ლევან იზორიას მოადგილისთვის პოლკოვნიკის წოდება არ მიუნიჭებია და მას შსს-ში მინიჭებული პოლკოვნიკის წოდება თავდაცვის პოლკოვნიკის წოდებასთან გაუთანაბრდა

თავდაცვის სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, პირველი მოადგილისთვის შსს-ში მინიჭებული პოლკოვნიკის სპეციალური წოდება, თავდაცვის პოლკოვნიკის სპეციალურ წოდებას გაუთანაბრდა.

"თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილისთვის, შსს-ში მინიჭებული პოლკოვნიკის სპეციალური წოდება, თავდაცვის პოლკოვნიკის სპეციალურ წოდებას გაუთანაბრდა.

წოდებების თანაფარდობას ძალოვან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ კანონი ითვალისწინებს.

მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს, რომელსაც სხვადასხვა წლებში ძალოვან უწყებებში, (მათ შორის თავდაცვის სამინისტროში) მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს, პოლკოვნიკის სპეციალური წოდება, ჯერ კიდევ შს სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიენიჭა. 2017 წლის 20 თებერვალს კი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ჩიქოვანის წოდება გაუთანაბრდა თავდაცვის სპეციალურ წოდებას - თავდაცვის პოლკოვნიკი.

გამომდინარე იქედან, რომ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის საშტატო განრიგში განისაზღვრულია სპეციალური წოდების საშტატო კატეგორია - თავდაცვის გენერალ-მაიორი, ლელა ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრის მიერ პრეზიდენტთან წარდგენილი იქნა შესაბამისი წოდების მისანიჭებლად.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად თავდაცვის უმაღლესი სპეციალურის წოდების მინიჭების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს - მთავარსარდალს გააჩნია.

ეს გახლავთ პირველი პრეცედენტი, როდესაც თავდაცვის უმაღლეს სპეციალურ წოდებაზე ხდება ქალბატონის წარდგენა, რაც დადებითად აისახება სისტემის განვითარებაზე. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს გენდერული ბალანსის კუთხით თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიდგომას.

ასევე, თავდაცვის მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარადგინა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდებაზე. ასევე მინისტრის მიერ, ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდებაზე წარდგენილი არიან, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და მოადგილეები, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე და პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე. მინისტრის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია მათ მიერ დაკავებული თანამდებობებით განსაზღვრული წოდებრივი მოთხოვნებით.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საშტატო განრიგით გათვალისწინებულია გენერლის 9 სამხედრო წოდება. ამ ეტაპისთვის კი შეიარაღებულ ძალებს ჰყავს მხოლოდ 2 გენერალი - ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ასევე ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე.

შეიარაღებული ძალების ეფექტური მართვისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად, ასევე წოდებრივი იერარქიის პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენს შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი სამხედრო წოდების პირების არსებობა, რომლებიც შეესაბამებიან წოდებრივ მოთხოვნებს, საკუთარი განათლებით, დამსახურებით და პროფესიული გამოცდილებით.

გარდა ამ აუცილებლობისა, შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის, ნატოს მიერ მხადაჭერილი რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, არსებობს ასევე ნატოს სტანდარტი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი წოდების პირების - გენერლების საჭიროებას განსაზღვრავს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."