საკრებულოს აპარატის თანამშრომლებსა და სტიქიით დაზარალებულებს შორის დაპირისპირება მოხდა

საკრებულოს აპარატის თანამშრომლებსა და სტიქიით დაზარალებულებს შორის დაპირისპირება მოხდა

საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესში ცვლილებება არ შევიდა, დაზარალებულთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესში ცვლილების საკითხს მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომაზე დამსწრე დაზარალებულებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ მოქმედი წესი უსამართლოა. დაზარალებულთა თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მათ დღემდე არავინ აუნაზღაურა.

საკრებულოს გადაწყვეტილებას დაზარალებულებსა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურმა დაპირისპირებული მხარეები მალევე დააშორა ერთმანეთს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."