საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

"საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება.

დღესვე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ტაბახმელაში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."