პრეზიდენტი - დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისგან, აქ იდგებიან ჩვენი შთამომავლებიც

პრეზიდენტი - დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისგან, აქ იდგებიან ჩვენი შთამომავლებიც

დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. პრეზიდენტთან ერთად ტაბახმელაში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

"დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისგან, აქ იდგებიან ჩვენი შთამომავლებიც, რადგან ეს ქვეყანა, ეს მიწა-წყალი, ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და ყოველთვის პატივს მიაგებს იმ გმირებს, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლო. აქ მიმდინარეობდა რეალურად ის ბრძოლები, რომელიც ბოლო ზღვარი იყო, ვიდრე აიღებდნენ თბილისს. ჩვენ ვაპირებთ, რომ აქ, იმ შემაღლებებზე, სადაც ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები დედაქალაქს იცავდნენ, ნაწილი ამ სანგრებისა აღვადგინოთ, რადგან ახალგაზრდებმა, ტურისტებმა, ჩვენ ყველამ ვნახოთ ის ადგილები, სადაც იბრძოდნენ და ჩვენი ქვეყნისთვის თავს სწირავდნენ ჩვენი ქვეყნის დამცველები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, განხორციელდება 1921 წლის თებერვალში გამართული ყველაზე მძიმე ბრძოლის ადგილის არქეოლოგიური შესწავლა და არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობის პირვანდელი სახით აღდგენა.

მათივე ინფორმაციით, აღდგენილი სანგარი გახდება ახალი ტურისტული მარშუტი და ხელს შეუწყობს მომავალი თაობების დაინტერესებას საქართველოს სამხედრო ისტორიით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."