დავით ბაქრაძე ე.წ.ციანიდის საქმეზე - მთელი ეს უწესრიგობა და უკაცრავად, მაგრამ ბარდაგი შექმნა ხელისუფლებამ

დავით ბაქრაძე ე.წ.ციანიდის საქმეზე - მთელი ეს უწესრიგობა და უკაცრავად, მაგრამ ბარდაგი შექმნა ხელისუფლებამ

მთელ ამ უწესრიგობაზე რომელიც ე.წ.ციანიდის საქმეზე ხელისუფლებამ და პირველ რიგში, პროკურატურამ შექმნეს, პოლიტიკური პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში ე.წ. ციანიდის საქმეზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან რთულია საქმის დეტალებზე საუბარი, რადგან საქმე იმდენად არეული, აბსურდული და გაუგებარია, რომ ჩამოყალიბებული შეფასების გაკეთება ძალიან ძნელია, გარდა ერთისა, რომ "ხელისუფლებამ ამ ყველაფერზე, ამ არეულობასა და კითხვის ნიშნებზე, იმ აბსურდულობასა და ემოციებზე, რომელიც ტრიალებს საზოგადოებაში, პასუხი უნდა აგოს".

"ყველა ვხედავთ, ამ დღეების განმავლობაში იმ დაპირისპირებას, რომელიც საპატრიარქოშია. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, იმ ქმედებებით, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, რომ გვსურს სიტუაცია დამშვიდდეს და საპატრიარქოში დარჩეს ერთიანი, ჰარმონიული და შეთანხმებული პოზიცია. მაგრამ ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, ვისმა განცხადებებმაც და ნაბიჯებმაც მთელი ეს ვითარება შექმნა. მთავარ პროკურორთან ერთად პასუხი უნდა აგოს მთლიანად ხელისუფლებამ, რადგან მთელი ეს სრული უწესრიგობა და უკაცრავად, მაგრამ ბარდაგი, შექმნა ხელისუფლებამ და პირველ რიგში, პროკურატურამ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."