ევროპისკენ გზაზე ბოლო ნაბიჯი გადავდგით - რა ახალი რეგულაცია მიიღო ევროკავშირის საბჭომ საქართველოს უვიზო რეჟიმზე

ევროპისკენ გზაზე ბოლო ნაბიჯი გადავდგით - რა ახალი რეგულაცია მიიღო ევროკავშირის საბჭომ საქართველოს უვიზო რეჟიმზე

ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, - ამასთან დაკავშირებით ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კარმელო აბელამ განაცხადა, რომ "ეს შეთანხმება დაახლოვებს ქართველ ხალხსა და ევროკავშირს და გააძლიერებს ტურიზმისა და ბიზნესის კავშირებს".

"აღნიშნული ცხადყოფს საქართველოს მიერ საჭირო რეფორმების გატარებას, კერძოდ ესენია: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების საკითხები. შეჩერების მექანიზმის მიღებამ ეს შეთანხმება შესაძლო გახადა", - განაცხადა მალტის შს მინისტრმა.

"ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ხელი უნდა მოაწერონ მიღებულ რეგულაციას. ტექსტი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს "დანართი II"-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პროცესში ბოლო ნაბიჯის გადადგმას ულოცავს.

კვირიკაშვილმა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციაზე ისაუბრა.

წაიკითხეთ; ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ

"მივესალმები საქართველოს მოსახლეობას და დიდი სიამოვნებით ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს არის საბოლოო ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღების მომენტში. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა უკვე საბოლოო თანხმობა გამოხატა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. 1-ელ მარტს განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში, გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით მოგზაურობას ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში", განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, დღეს არის საქართველოს ისტორიაში დღე, როდესაც ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ერთმანეთს.

"ჩემთვის დიდი პატივია და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ ვიმყოფები თქვენს გვერდით, რომ ერთად, ერთობლივად აღვნიშნოთ და ვიზეიმოთ ეს ისტორიული მომენტი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ერთმანეთს. კომისიის შემოთავაზების და რეგულაციების განხილვის შემდეგ ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ დღეს უკვე რამდენიმე წუთის წინ, ფაქტრობრივად, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის და დაენერგა უვიზო მიმოსვლა. საბოლოო გადაწყვეტილება და თანხმობა უკვე მიღებულია და უკვე დადგა დრო, ერთად ვიზეიმოთ წინ გადადგმული ნაბიჯი," - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

European Council adopts regulation on visa liberalisation for Georgians

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."