ჩატარდა თუ არა ჩხრეკა საპატრიარქოში - რას ინფორმაცია აქვს კახა კალაძეს?

ჩატარდა თუ არა ჩხრეკა საპატრიარქოში - რას ინფორმაცია აქვს კახა კალაძეს?

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, მისი თქმით, აუცილებელია შედეგებს დაველოდოთ.

"მთავარმა პროკურორმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე მიმართულებით და დაველოდოთ. რაც შეეხება ჩრეკას, არ ჩატარებულა, ყოველ შემთხვევაში, მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან ბევრი სპეკულაციაა ამ თემაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პატრიარქი ოპერაციის შემდგომ თავს კარგად გრძნობს - მთავარია მისი ჯანმრთელობა", - აღნიშნა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."