დავით ნარმანიამ გიორგი გაბუნიას უჩივლა - რა დაარღვია ტელეწამყვანმა ქალაქის მერის მიმართ

დავით ნარმანიამ გიორგი გაბუნიას უჩივლა - რა დაარღვია ტელეწამყვანმა ქალაქის მერის მიმართ

თბილისის მერი დავით ნარმანია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას უჩივის. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია:

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ნარმანიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქარტიის პრინციპები დაარღვია.

სადავო გახდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის ის სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), აგრეთვე მესამე (დადასტურებული წყარო და ფაქტის მიჩქმალვა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება). განცხადების თანახმად, გადაცემის დასასრულს, გიორგი გაბუნიას ტექსტში, სადაც ის დავით ნარმანიას წარმოშობაზე საუბრობს, ასევე დარღვეულია მეშვიდე მუხლიც (დისკრიმინაცია)" - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: გაბუნიას მონოლოგი, რომლის გამოც ნარმანია წამყვანს უჩივის

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."