"ხელისუფლებას დასასჯელად უნდა კონსტიტუცია" - ბოკერია კობახიძის განცხადებაზე

"ხელისუფლებას დასასჯელად უნდა კონსტიტუცია" - ბოკერია კობახიძის განცხადებაზე

ხელისუფლებას დასასჯელად უნდა კონსტიტუცია, მათთვის გამაღიზიანებლად მოსაუბრე პრეზიდენტისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილს და მის გუნდს აინტერესებს არა ის, თუ ვინ გააკეთებს ქვეყნისთვის კარგს.

მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, რომელიც პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკავშირდებოდა, ივანიშვილის ხელწერას ჰგავს.

"რჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება ბიძინა ივანიშვილის ნაკარნახევი იყო. ხელისუფლებას დასასჯელად უნდა კონსტიტუცია, მათთვის გამაღიზიანებლად მოსაუბრე პრეზიდენტისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."