შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი კომენტარი აჭარაში მიმდინარე მოვლენებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი კომენტარი აჭარაში მიმდინარე მოვლენებზე

ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მსგავსი პროვოკაციული მოქმედებები ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუშლის ხელს კანონის აღსრულებას, სამართალდამცავთა მუშაობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.

მღებრიშვილის თქმით, ყველა ის პირი, ვინც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს, უმკაცრესად იქნება დასჯილი.

"ის, რაც ახლა ბათუმში ხდება, არის ყოვლად მიუღებელი, ამაზრზენი და ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მსგავსი პროვოკაციული მოქმედებები ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუშლის ხელს კანონის აღსრულებას, სამართალდამცავთა მუშაობას და ყველა ის პირი, ვინც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს, უმკაცრესად იქნება დასჯილი. უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ჩვენ ყველანი ვართ კანონის წინაშე თანასწორი და ერთნაირად ვაგებთ პასუხს კანონის წინაშე", - აღნიშნა შს მინისტრმა.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."