პრეზიდენტის პირველი კომენტარი ბათუმში შექმნილ ვითარებაზე

პრეზიდენტის პირველი კომენტარი ბათუმში შექმნილ ვითარებაზე

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ქვეყნის პირველი პირი ყველა მხარეს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. "ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერ-მინისტრთან და შსს მინისტრთან.

მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა. გვესმის, რომ აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის გარკვეული მიზეზები, თუმცა ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ. მოვუწოდებ ხელსუფლებას, დაიცვას თითოეული მოქალქის გამოხატვის უფლება, მოვუწოდებ საზოგადოებას პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ვინაიდან მხოლოდ ასე შევძლებთ ძლიერი და დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."