ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე

ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ღარიბაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს, ბათუმში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოებრიობის ტესტია, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე.

"არ შემიძლია უემოციოდ ვუყურო ბათუმში განვითარებულ სრულიად არანორმალურ, ანტისახელმწიფოებრივ და ქაოტურ მოვლენებს. ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისა და შეფასების დრო ახლა არ არის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან!

ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე, ამიტომ მშვიდი და ცივი გონებით მოქმედების დროა", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."